Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ქართულმა ოცნებამ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში გივი ჭიჭინაძის კანდიდატურა დაასახელა
Civil.ge
14 March 2018, 12:05

ქართულმა ოცნებამ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატად იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, დაასახელა.

ამის შესახებ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტიის ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში 13 მარტს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.   

გივი ჭიჭინაძე იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად 2015 წლიდან მუშაობს, მანამდე კი ვაკის რაიონის გამგებელი იყო. 2012-2013 წლებში მას ქართული ოცნების რეგიონალური სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ეკავა.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქის დეპუტატმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

ამ დრომდე, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ მხოლოდ პარტია ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გამოთქვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები 28 აპრილს დანიშნა.

ამავე თემაზე

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება
გიგი უგულავა ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის წევრობისთვის იბრძოლებს
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი